გეოგრაფია


  საინგილო ეწოდება მხარეს, რომელიც საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს და ამჟამად ბელაქნის ზაქათლისა და კახის რაიონებით აზერბაიჯნის ფარგლებშია მოქცეული. საინგილოს წარსულში ელისენს უწიდებდნენ.  
       საინგილოს მდიდარი ბუნება - რელიეფის მრავალფეროვნება, შესანიშნავი ჰავა და წყალუხვი მდინარეები, მეტად ნაყოფიერი ნიადაგები, მდიდარი მცენარეულობის საფარი და ცხოველთა სამყაროს ძველთაგანვე იქცევდა ყურადღებას. იგი ლანდშაპტურად შიგაკახეთის ბუნებრივ გაგრძელებას წარმოადგენს. საინგილოს ტერიტორია მიოცავს კახეთის კავკასიონსა და ალაზნის ვაკის აღმოსავლეთი ნაწილებს, დაშიური დაბალ ქედსა და აჯინოურის ვაკეს.
       ამ მხარეში სოფლის მეურნეობა ოდითგანვე კარგად არის განვითარებული. მისი მთავარ დარგებს წარმოადგენს მეთამბაქოება, მეხილეობა, მეაბრეშუმეობა, მესაქონლეობა, მარცვლეულის მეურნეობა და სხვა. ამ მხარეში მრეწველობა ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავების ბაზაზეა განვითარებული.
       საინგილო მრავალფეროვანი მხარეა. აქ ცხოვრობენ ქართველები, (როგორც ქრისტიანები ასევე მაჰმადიანები) წახურები, ავარიელები, აზერბაიჯნელები, რუსები და სხვა.
      საინგილოში ქართული სკოლები შუასაუკუნეებიდანვე არსებობს. დღეისათვის კი სამივე რაიონში 18 ქართული სკოლაა, აქ არის აგერეთვე აზერბაიჯნული და რუსული სკოლებიც. ამ მხარეში მრავალი კულტურ-საგანმანათებლო დაწესებულებაა: სკოლები, ბიბლიოთეკები, კინოთეატრები,კულტურის სახლები და სხვა.
      საინგილო უძველეს დროში წარმოადგენდა ჰერეთის ჩრდილო—აღმოსავლეთ ნაწილს, დასახელებული იყო ქართველთა მონათესავე ტომი—ჰერებით. იგი ალვანეთის (ალბანეთის) სახელმწიფის ფარგლებში შედიოდა. ჰერეთის ქართ-კახეთთან ერთად, ძველი დროიდან მოყოლებული, ისტორიის მთელ მანძილზე (XV საუკუნემდე) ან საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში შედის, ანდა ცალკე სამთავრებოს სახით არსებობს.
      ჰერთი ჯერ XI საუკუნეში, შემდეგ XV საუკუნიდან კახეთის სამეფოს საზღვერებშია. XV საუკუნიდან სახელწოდება ჰერეთი ქრება პილიტიკური ნომენკლატურიდან და მთელ ტერიტორიას (კახეთ-ჰერეთისას), მდ.არაგვიდან მოყოლებული მდ.გიშისწყლამდე, კახეთი ეწოდება.
       მომდევნო პერიოდი აღინეიშნება კახეთის სამეფო პოლიტიკური, ეკონომიური და კულტურული გაძლიერებით: ამასთან ერთად ირანის, თურქეთისა და შემდეგ დაღესტნის ფეოდალების შემოსევებით და გაუთავებელი ომებით, რასაც შედეგად მოყვა ამ მხარის საქართველოდან ჩამოშორება XVIII საუკუნეში და იქ ლეკების გაბატონება: ლეკებმა ირანის და თურქეთის დახმარებით ამ მხარის ადგილობრივი მცხოვრებნი—ქართველთა დიდი ნაწილი გაამაჰმადიანეს. გამაჰმადიანებულებს ახლად მორჯულებულებს (ძველი თურქულით YAHGILI) უწოდეს, საიდანაც წარმოსდგა სახელწოდება ინგილო, ამ მხარეს კი საინგილო დარექვა.
       საინგილოს განთავისუფლება ლეკი დამპყრობლებისგან მოხერხდა მხოლოდ საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ, XIX საუკუნის დასწყისში, რუსი და ქართველი ჯარის ერთობლივ მოქმედებით.
       საინგილო მეფე რუსეთის იმპერიის დროს ადმინისტრაციულ-პოლიტიკურ დაყოფით 1832-1845 წლებში-საქრთველოს უშუალო ნაწილი, 1844-1860 წლებში ჭარ-ბელაქნის სამხედრო ოლქი (1844 წ. ჭარ-ბელაქნის სამხედრო ოლქს შემოუერთეს ილისუს სასულთნო, თანამედროვე კახის რაიონი და წახური ხეობა), ხოლო 1860—1917 წლებში ზაქათლის და ბელაქნის ოლქი, რომელიც საქრთველოს ფარგლებში შედიოდა: 1921 წლიდან იგი აზერბაიჯნის საზღვრებში მოექცა.
       ამგვარად, საინგილო საქრთველოს ნაწილს წარმოადგენდა. ამ მხარის მოსახელობას – ქართველებს ოდითგანვე ეროვნება, ენა, კულტურა, სამეურნეო და კულტურული ცხოვრება, ლხინი და ჭირი საქართველოს (ჰერეთ-კახეთის) მოსახლეობასთან საერთო ჰქონდა და დღესდღეობითაც აგრძელებს. გეოგრაფიული თვისებურებები.
 მ დ ე ბ ა რ ე ო ბ ა, ს ა ზ ღ ვ რ ე ბ ი და ფ ა რ თ ო ბ ი. საინგილო მდებარეობს აზერბაიჯნის ჩრდილო—დასავლეთ ნაწილში. იგი კახეთის უშუალო გაგრძელება წარმოადგენს აღმოსავლეთით. მისი ჩრდილო საზღვრი კახეთის კავკასიონის (აღმოსავლეთ ნაწილს) წყალგამყოფ ხაზს ემთხვევა: დასავლეთით გაუყვება მდ.მაწიმის (მაზიხჩაის), რომელსაც კავკასიონის თხემთან (მთა ტინოვ-როსოსჩაის) იღებს, გაივლის ლაგოდეხ-ბელაქანს შორის და მდ. ალაზნის უერთდება: სამხრეთ საზღვარი მდ ალაზანს ემთხვევა და მდ. იორ—ალაზნის შესაყართან მთავარდება. აღმოსავლეთი საზღვარი გასდევს მდ. გიშისწყალი, რომელიც ქ. ნუხასა და სოფ. გიშს შორის მიედინება და მდ. აგრიჩაის ეურთდება. შუასაუკუნეებში საქართველოს ტერიტორია გიშისწყლი აღმოსავლეთით, შორის ქ. შამახამდე ვრცელდებოდა: იგი ახლანდელ დაღესტნის ტერიტორიის მცირე ნაწილს-მდ.სამური აუზის ზემო წელსაც მოიცავდა. საინგილოს ტერიტორიის სიგრძე 92 კმ-ია, ხოლო სიგანე-45-60 კმ.მისი ფართობი 4780 კვ. კმ-ს უდრის.
 ბუნება და სახალხო მეურნეობა. საინგილოს ტერიტორია მოიცავს კახეთის კავკასიონის (აღმოსავლეთ ნაწილს) სამხრეთ ფერდობს, ალაზნის ვაკის აღმოსავლეთით ნაწლის (ალაზნი-აგრიცაის ვაკე), დაშიური დაბალი ქედის დასავლეთ ნაწლის და აჯინური ვაკის. მასში შედის სამი ადმინისტრაციული რაიონი—ბელაქნის ზაქათლის და კახის.
 ბუნებრივი პირობები. გადაჭარბებული თუ არ იქნება ვიტყვი, რომ საინგილოს ბუნება ერთ-ერთი უმდიდრესი და ულამაზესია მთელ ამიერკავკასიაში, რაც განაპირობებულია მისი გეორგრაფიული მდებარეობით და ფიზიკურ-გეოგრაფიულ პირობებით, განსაკუთრებით კი რელიეფის თავისებურებებით. მართალია, იგი ლანდშაფტურად შიგნიკახეთის (გაღმა მხარე) გაგრძელება წარმოადგენს, მაგრამ საინგილოს სიუხვე და ბუნებრივი პირობების სიკეთე ბევრად სჭარბობს დანარჩენ კახეთისას. საინგილო რელიეფის თვისებურებებით სამ ნაწილად განიყოფება:
 კახეთის კავკასიონის სამხრეთი ფერდობი, ალაზნის ვაკე და დაშიუზის დაბალი ქედი, მის სამხრეთით მდებარე აჯინოურისა და სარჯას ვაკეებით. რელიეფის ამ დიდ ფორმებს ერთი საერთო ჩრდილო—დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთურ მიმართულება აქვს. კახეთის კავკასიონის. სამხრეთი ფერდობი მეტად რთული რელიეფით ხასიათდება. მისი ცალკეული მთების აბსოლუტური სიმაღლე 3200-600 მ ფარგლებში მერყეობს. აღნიშნული ქედი სამხრეთი ფერდობი ცოცაბოდ ეშვება ალაზნის ვაკისკენ. მისი მთლიანობა მდინარეთა ღრმა ხეობებით ძლიერ არის დარღვეული. აქ მდინარეებს (ბელაქნისწყალი, კატეხისწყალი ეწოდება)

No comments:

Post a Comment