ტრადიციები

ძველი ჰერელების სამოსი






ჭიდაობა
 მოედანზე იმართება ჭიდაობა დოლ-გარმონის და ზურნის თანხლებით, სადაც ახალგაზრდობა ერთმანეთს ეჯიბრება. მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა სოფლის და საქართველოდან ჩასული ახალგაზრდები. გამარჯვებული საჩუქრდება ბატკნით



აღდგომა ჰერეთში (გახსნილება)
ამ დღესასწაულისათვის ინგილოები ვნების პარასკევიდამვე ემზადებიან. ამ დღეს წითელ კვერცხებით და სამარხო სა
ჭმელ-სასმელით (მხოლოდ მამაკაცები) გადიან სასაფლაოზე, ასწორებენ ახლად განსვენებულთა საფლავებს; ერთად, ძმურად იხსენიებენ მკვდრების სულს, მერე ბურთაობენ და საღამოს ჟამს შინა ჰბრუნდებიან. შეღებილ კვერცხებს ინახავენ აღდგომისათვის. აღ
დგომის დღეს, მამლის ყივილისას, მთელი სახლობა იღვიძებს და პირს იხსნილებს ღორის ხორცით. გაღეჭავენ ერთს ნამცეცს ღორის ხორცს, გამოაფურთხებენ და თანაც იტყვიან: "ლეკო, დაგკეჩე!" ამ სიტყვებს აღდგომის შემდეგ იმეორებენ მაშინაც, როდესაც პირველად დაინახავენ ლეკსა.
    დილით ყველა სახლის წულნი იმოსებიან ახალ ტანისამოსით, თავს ერთად იყრიან და სახლის აღმოსავლეთ კუთხეში ანთებენ სანთლებს. იქვე დგას დიდი ხონჩა, რომელზედაც აწყვია სხვა-და-სხვა სახსნილო საჭმელები. იქ შეევედრებიან ღმერთსა და ქურმუხის საყდარს ამ სიტყვებით: "ღმერთო და ქურმუხის საყდარო, გახსნილებას (აღდგომას) მუდამ დაგვასწარიო".
    შემდეგ პირის გახსნილებისა, ჰკლავენ სამღვთო ყოჩს, ბატკანს, ან ქათმებს (ვარიებს). მერე სხვა-და-სხვა საჭმელებს დაალაგებენ ხონჩაზე და მიდიან საგვარეულო საყდრებზე სალოცავად. ეს საყდრები მაღალ ხეების ჯგუფია. ხშირად აქ სრულიად აღარც-კი ეტყობა კვალი ძველის შენობისა. ხეების ქვეშ სადმე დევს ქვა (ფშავ-ხევსურების ნიშისმგზავსი); აქ დაანთებენ სანთლებს, აკმევენ საკმეველს და შეევედრებიან ღმერთსა მხურვალედ, შემდეგ ამ საყდრებს დაუკლავენ სამღვთოს, ერთად ისამხრებენ ნათესავები და თავიანთ სახლებში წავლენ. სადილობის შემდეგ ნათესავები და ნაცნობები ერთმანეთს ულოცავენ აღდგომას. ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად! – აქ არ იციან. ერთმანეთს აღდგომას ულოცავენ ამ სიტყვებით:
    - მოგილოცავ გახსნილებას!
    - მეც შენ მოგილოცავ. ღმერთმა მრავალ გახსნილებას დაგასწროს ყაუმ-ყარდაშით (ნათესავებით).
    1850 წლიდგან ქრისტიანობა რომ მიიღეს ინგილოებმა, მაინც თავისი აღდგომის დღესასწაულობის წესები არ დაივიწყეს. ეხლაც მაჰმადიანად დაშთენილი ინგილოები შიგა-და-შიგ ასრულებენ ხსენებულ წესებს. ქრისტიანი ინგილოები, თუმცა ეკკლესიებში სალოცავად ბეჯითად დაიარებიან, მაგრამ ძველ წესებსაც წმინდად ასრულებენ.




No comments:

Post a Comment