სამზარეულო

ჰერული გირცი


ეს კერძი მზადდება საქონლის ფარშით, ხაჭოთი ან ჭინჭრით.
    ცომს მოვზელთ, შემდეგ პატარა ნაჭრებად გავათხელებთ  და შიგნით მოვათავსებთ სანელებლებითა და შინდის საწებლით შეკაზმულ ხორცის  ფარშს. (შეკაზმული ფარში გაკეთებამდე რამდენიმე დღე ინახება მაცივარში) .
    მასას ვათავსებთ და ნახევარმთვარის ფორმაზე ვახვევთ.
     ვხარშავთ ადუღებულ წყალში, მანამდე, სანამ გირცები ზემოთ არ ამოტივტივდება. ხორცის გარდა, შიგთავსად შეგვიძლია გამოვიყენოთ ერბოში მოთუთქულ ხახვთან ერთად არეული ხაჭო ან ასევე მოშუშული და სანელებლებით შეზავებული დაკეპილი ჭინჭარი.

ინგილოური ფლავი


საჭირო მასალა
1 ქათამი
300 გრამი ბრინჯი
200 გრამი ხმელი ლობიო
( მეტი რომ გამოიყენოთ, არაფერი მოხდება)
დიდ ქვაბში ხარშავენ ქათამს, შემდეგ მოხარშულ ქათამს იღებენ და ბულიონში ყრიან ბრინჯს. ცალკე უნდა მოიხარშოს ლობიოს მარცვლები, როცა ბრინჯი მოიხარშება, ვურევთ ლობიოს. შერეულ ბრინჯსა და ლობიოს  ამოვიღებთ და გავწურავთ.
შემდეგ უნდა გავაკეთოთ ფაფხაჭელა, რომელიც შემდეგნაირად მზადდება:
რამდენიმე კვერცხს გავთქვეფთ, გავურევთ ცოტა მაწონს , ქინძს, ოხრახუშს. კამას,
მასა იმდენი უნდა იყოს, რომ ქვაბის ძირი დაიფაროს. ჩავასხამთ ამ მასას და ზემოდან ვაყრით გაწურულ ბრინჯსა და ლობიოს.  დავდებთ მოხარშულ ქათამს, ქვაბს ტილოს ნაჭერში შევფუთავთ და რამდენიმე წუთით ნელ ცეცხლზე დავდგამთ.

ინგილოური ჰალვა



მზადდება ბრინჯისა და პურის ფქვილისაგან
    ბრინჯს ნაყავენ „დინჯში“ (საინგილოში არსებობს ხორბლისა და ბრინჯის დასანაყი ხის ხელსაწყო, რომელშიც კორკოტისთვის ხორბალსაც ამუშავებენ ანუ ნაყავენ)
    დანაყულ ბრინჯს, რომელიც ფქვილივით უნდა გახდეს , ზელენ ტკბილ , შაქრიან ან თაფლიან წყალში და ამზადებენ ჰალვას. ასევე, ჰალვას  ამზადებენ  პურის ფქვილისაგან.

ინგილოური ტოლმა


  •  
შემადგენლობა

  • კომბოსტო  - 2 კგ
  • ძროხის ფარში  - 400 გრ
  • ღორის ფარში  - 400 გრ
  • ხახვი  - ცალი
  • ზეთი  - 40 მლ
  • შავი წიწაკა  - 1.4 ჩ/კ
  • ბრინჯი  - 60 გრ
  • სტაფილო  - 400 გრ
  • მარილი  - გემოვნებით
  • არაჟანი  - 200 გრ
  • პომიდორი  - 200 გრ
მოვხარშოთ კომბოსტო მარილიან წყალში 5 წუთის განმავლობაში

ცალკე მოვხარშოთ ბრინჯი, ისე რომ ნახევრად მზად იყოს და შევურიოთ ფარშს.
გავხეხოთ 2 სტაფილო, დავჭყლიტოთ 1 პომიდორი და შევურიოთ ფარშს. დავამატოთ მარილი და წიწაკა.
გავატაროთ 1 თავი ხახვი და   შევურიოთ.
ავიღოთ კომბოსტოსს ფურცლები, ჩავდოთ ფარში 2-3 ს/კ ერთ ფურცელზე და შევახვიოთ.
ჩავაწყოთ ფორმაში.
გავხეხოთ სტაფილო, დავჭრათ ხახვი , დავჭყლიტოთ პომიდორი,შევურიოთ არაჟანს და დავასხათ ტოლმას.
შევდგათ ღუმელში 190 გრადუსზე 40-50 წუთით.
 




4 comments:

  1. ეს არასწორია მე საინგილოში ვცხოვრობ არცერთი არ არი სწორიიი!!!!!

    ReplyDelete
  2. განსაკუთრები ჰალვა უმ ბრინჯს არავინ არ ჭამს ბრინჯს მოხალვა სჭირდება და რაც შეეხება ფლავს ოხრახუში არ სჭირდება და საერთოდ ჭინჭრის გირცს ნიგოზი სჭირდება

    ReplyDelete
  3. ვიღაცამ გადმოცემით დაწერა ალბათ, მაგარი არეულია.

    ReplyDelete
  4. შინდის მჟავის რეცეპტი ხომ არ იცით ვინმემ რომ მითხრათ?

    ReplyDelete